სალომე ზურაბიშვილი: ინაუგურაციის ჩატარების ადგილზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის

საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, სად გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ინაუგურაციის ჩასატარებლად რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
„ინაუგურაციის ადგილზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, თუნდაც თბილისი, ჯერ ვმსჯელობთ ამაზე, როცა მეცოდინება, მაშინ გეტყვით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები