თამარ ჩუგოშვილი: ინაუგურაციის ღირსეულად ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

ბევრი ქვეყნის ლიდერი დაინტერესებულია, რომ ინაუგურაციის დღეს ჩვენთან ერთად იყოს და ქვეყნის ახალარჩეულ პრეზიდენტს პირადად მიულოცოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ინაუგურაციის ღირსეულად ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი ქვეყნის ლიდერი დაინტერესებულია, რომ ამ დღეს ჩვენთან ერთად იყოს და ქვეყნის ახლადარჩეულ პრეზიდენტს პირადად მიულოცოს.საქართველომ 16 დეკემბერს ინაუგურაცია ისე უნდა ჩაატაროს, რომ ქვეყნის ღირსეული სახე წარმოჩნდეს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები