გიორგი ვაშაძე: საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაუქმებლად ოპოზიცია სარჩელს ამზადებს

მოთხოვნა, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაუქმებლად ოპოზიცია სარჩელს ამზადებს.
ვაშაძის თქმით, საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს.
„მეორე ტურში რაც ხდებოდა, ეს იყო ნების გამოხატვაზე ტოტალური ზეგავლენის ნათელი მაგალითი და სამართლიან არჩევნებთან არაფერი ჰქონდა საერთო. მოთხოვნა, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, ვითხოვთ მთლიანად საპარლამენტო საარჩევნო სისტემის შეცვლას საკანონმდებლო კუთხით, რომელსაც იზიარებს სრულიად ოპოზიცია, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და კანონში უნდა ჩაიდოს საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით კონკრეტული ამკრძალავი ნორმები, რომ არ იღებდნენ ძალადობაში მონაწილეობას. კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შემოთავაზებებში და „ქართული ოცნებისგან“ ასეთ კონსტრუქციულ ნაბიჯს მოვითხოვთ. 16 დეკემბერი არის საბოლოო ვადა, რომ დავიწყოთ დისკუსია. რუსთაველზე მისული თვითორგნიზებული ნაკადი გაორმაგდება და გარწმუნებთ, შეიძლება 10-ჯერ მეტი იყოს და მოგიწევთ მათთვის ანგარიშის გაწევა. ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია, თქვენ მოპარეთ არჩევანი ხალხს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა და ამისთვის ვადა 16 დეკემბრამდე მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები