დღეს, სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა დღეს შედგება.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში 16:00 საათზე გაიმართება. საუბარი შეეხება როგორც არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის, ასევე საქმეების გადაბარების საკითხებს.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების მეორე დღეს, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელ პირს დაასახელებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, საქმის გადაბარებაზე ითანამშრომლოს.
სალომე ზურაბიშვილმა იმავე დღეს აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მზად იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები