ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საგარეო მინისტრი”: ზურაბიშვილს მოუწევს იცხოვროს, როგორც “ალისა საოცრებათა ქვეყანაშის” პერსონაჟს

საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მოუწევს იცხოვროს “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, ერთის მხრივ ოკუპანტების დაშტამპვა, მეორეს მხრივ კი მათვე უნდა მიყიდოს საკუთარი პროდუქტი და მომსახურება, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საგარეო უწყების მინისტრმა”, დიმიტრი მედოევმა, განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების პირველივე წუთებში ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, რომ ჯერჯერობით არ არის დრო რუსეთთან სალაპარაკოდ, მედოევი თვლის, რომ ქართველი პოლიტიკოსის სიტყვები ერთგვარი გზავნილია დასავლეთისთვის და ასევე, მოსკოვისთვისაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები