ანდრეი ჰუნკო: საქართველოს ხელისუფლების მიერ მოქალაქეებისთვის ვალების განულების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვებია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის, ანდრეი გუნკოს განცხადებით, დამკვირვებლებს რომლებიც, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს აკვირდებოდნენ, წინასაარჩევნოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ მოქალაქეებისთვის ვალების განულების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდათ.
“არჩევნები ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. მაგრამ მეორე ტურმა რიგი შეშფოთება გამოიწვია დელეგაციის ზოგიერთი წევრის მხრიდან. კერძოდ, ეს არის პოლიტიკური სუბიექტების დიდი დაფინანსება და საბიუჯეტო ხარჯები. გარდა ამისა, ჩვენ გვაღელვებს პრემიერ-მინისტრის განცხადება არჩევნების წინ მოქალაქეების დავალიანებების განულებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გუნკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები