აბუ-დაბიში, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
აბუ-დაბიში ჩაჭრილი ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა,- ამის შესახებ ემირატების მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა.
“აბუ დაბის ხელისუფლებამ განიხილა ინციდენტის შედეგები, რომელიც გამოწვეული იყო სვეიხანის ქუჩაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნით, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ბალისტიკური რაკეტის წარმატებით ჩაჭრის შემდეგ მოხდა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რომელთა ვინაობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, ხოლო სამი დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე მანქანა დაზიანდა.