სატყეო რეფორმა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, მნიშვნელოვანია ჩვენი იმ ეროვნული ღირებულებისთვის, რასაც ტყის დაცვა ჰქვია – დათა კობახიძე

სატყეო რეფორმა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი იმ ეროვნული ღირებულებისთვის, რასაც ტყის დაცვა ჰქვია, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს, ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დათა კობახიძემ განაცხადა.

მის შეფასებას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მისივე განმარტებით, ეროვნული სატყეო სააგენტო ამჟამად მართავს სახელმწიფოს ტყის დაახლოებით 1 750 000 ჰექტარს, რაც საკმაოდ დიდი ფართობია და უნიკალურია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სტრატეგიული ასევე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით და მასზე ზრუნვა აუცილებელია.

“ახალი სატყეო რეფორმის ფარგლებში ტყის დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს უბრუნდება. წარსულში უშუალოდ მეტყევე არ იყო კონკრეტულ ფართობზე გამოყოფილი, რომელიც სრულად პასუხისმგებელი იქნებოდა მის დაცვასა და შენარჩუნებაზე, ხოლო რეფორმის ფარგლებში პირდაპირ უკვე სამცველოებად დაყოფის შემდეგ 401 ტყის მცველი დაგვემატება, რაც გაზრდის ტყის დაცვის ეფექტურობასაც. წარსულში თუ პირობითად ერთ მეტყევეზე 10-15 ათასი ჰა ფართობი იყო გამოყოფილი, ამჟამად მართვისთვის დაახლოებით 2000 ჰექტარია, რაც სრულიად ლოგიკური ფართობია დაცვისთვის.

სატყეო სექტორის რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ტყის მონიტორინგის და კონტროლის გაძლიერება წარმოადგენს, რისთვისაც სააგენტომ სრულად განაახლა ტექნიკური საშუალებები. მაღალი გამავლობის ავტომობილებთან ერთად, შეძენილია – დრონები, სამხრე კამერები და ფოტოხაფანგები რაც მონიტორინგისა და კონტროლის გამკაცრების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია”, აცხადებს დათა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები