26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა

26 მარტი  გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. მას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა.
გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს თბილისში.  1962 წელს დაამთავრა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი.
გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად.
გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: „სამოსელი პირველი“, „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“ და სხვა.
გურამ დოჩანაშვილი ლიტერატურული პრემია – „საბას“ ლაურეატია, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები