ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გავლა თეირანის მეგობარი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, თავისუფალია.
“ჩვენ ჰორმუზის სრუტის გავლის უფლებას ვაძლევთ ზოგიერთ ქვეყანას, რომლებსაც ჩვენს მეგობრებს ვუწოდებთ. მათ შორის ჩინეთს, რუსეთს, ინდოეთს, ერაყსა და პაკისტანს“, – განაცხადა მან Press TV-სთან ინტერვიუში.
ოთხშაბათს, 25 მარტს, გაზეთმა „The Times of Israel“-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულ შტატებთან დიალოგის ფარგლებში, ირანი რამდენიმე ნავთობტანკერის ჰორმუზის სრუტეში გატარებას დათანხმდა.