“გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიის საყვარელ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებასა და მრევლს, რომლებიც გლოვობთ ამ საყვარელი მწყემსის დაკარგვას” – ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის, უნეტარეს იოანე X-ის სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

“მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობა შიოს,
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს,
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს,

„ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა“ (გამოცხ. 14:13).

ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის უფლისმიერ მიძინების შესახებ.

ჩვენს გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიის საყვარელ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებასა და მრევლს, რომლებიც გლოვობთ ამ საყვარელი მწყემსის დაკარგვას. მხურვალე ვედრებას აღვავლენთ მისი სულის განსასვენებლად, რათა მან ჰპოვოს „ერთგული და გონიერი განმგებლის“ (ლუკა 12:42) კუთვნილი ჯილდო.

იყოს ხსენება მისი საუკუნო!

ლოცვითა და აღდგომილი უფლისმიერი სიყვარულით”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები