სამეგრელოს პოლიციამ 2025 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში მრავარლეჯ ნასამართლევი, 2025 წლიდან ძებნილი, 1978 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ლ.გ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქ ზუგდიდში დააკავეს. მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები