დაურ კოვე: ქართველ პოლიტიკოსებს რომანტიკული გრძნობები აფხაზეთის მიმართ წინასაარჩევნოდ ეუფლებათ

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო მინისტრი, დაურ კოვე სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ირმა ინაშვილმა მზაობა გამოთქვა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის და პირდაპირი დიალოგისთვის.
“აფხაზეთის საზოგადოებამ დიდი ხანია გამოიმუშავა იმუნიტეტი მსგავს პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით ქართველი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებსაც რომანტიკული გრძნობები აფხაზეთის მიმართ წინასაარჩევნოდ ეუფლებათ”, – წერს სოციალურ ქსელში კოვე.
კოვე მწუხარებით აღნიშნავს, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოში ერთი პოლიტიკური ძალაც არ ჩამოყალიბდა, რომელიც შეძლებდა ადეკვატურად შეეფასებინა რეგიონში არსებული რეალობა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ქართველ კოლეგებს ვურჩიო, გამოიჩინონ პოლიტიკური სიმწიფე და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღონ – აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი”, – წერს დე ფაქტო საგარეო მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები