ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ე.წ. საზღვრებს დაკეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნება მიღებულია, – აღნიშნულ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის “სახელმწიფო უსაფრთხოების” კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორი დღის განმავლობაში, 27-დან 29 ნოემბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთი-საქართველოს გამყოფ ზოლზე გადასასვლელი პუნქტები დაკეტილი იქნება.
“სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი გატყობინებთ, რომ საქართველში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 27 ნოემბრის 20:00 საათიდან სახელმწიფო სასაზღვრო პუნქტები არ იმუშავებს. მათი ფუნქციონირება 29 ნოემბერს 06:00 საათზე აღდგება”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები