თბილისში მშენებლობისა და ინტერიერის მე–19 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
21-24 მაისს, თბილისში მშენებლობისა და ინტერიერის მე–19 საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build ტარდება. Caucasus Build საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება და წარმოდგენილი იქნება მე-3, მე–4, მე–5, მე–6, მე–11, პავილიონებში და გარე ტერიტორიაზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი ძირითადი მიმართულებები: მშენებლობა, სამშენებლო მასალები, მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, არქიტექტურა და პროექტირება, ელექტრონული და მექანიკური სისტემები, დეკორი და ინტერიერი, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, მებაღეობა და ლანდშაფტის დიზაინი. საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ქვეყნის კომპანიები: საქართველო, ისრაელი, ჩეხეთი, პოლონეთი, ირანი, თურქეთი, რუსეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, უკრაინია, ლატვია, არაბთა გაერთიანებული საემირო, სომხეთი, იტალია და გერმანია. აღსანიშნავია ახალი კომპანიების სიმრავლე, რომლებიც საქართველოს ბაზარზე პირველად წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას.