ვახო სანაია: ჩვენ არ გვითქვამს, რომ არაფერი გაკეთებულა

ჩვენ არ გვითქვამს, რომ არაფერი გაკეთებულა, ასეთი ფრაზა არ ყოფილა ამ გადაცემაში, უბრალოდ მოვიყვანეთ ფაქტები და შევაჯამეთ წელიწადნახევარი, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა.
ჟურნალისტი მთავრობის პრესსამსახურისა და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლითაც მათ ვახო სანაიას “რეპორტაჟი” გააკრიტიკეს. სანაიას განცხადებით, მას გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ მთავრობა კონკრეტული გადაცემის გამო განცხადებებსა და ბრიფინგებს მიმართავდა.
“სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ ვართ ვალდებულები, ტელეეთერით ვაკეთოთ განმარტებები მთავრობისთვის, უბრალოდ მაყურებელს ვცემთ პატივს და არ გვინდა, ვინმემ ჩვენი აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს. ვახო სანაიას “რეპორტაჟი” ორჯერ მოხვდა დღეს მმართველი გუნდის აქტიურობის სფეროში. თუ გულწრფელად გაინტერესებთ, გაგვიჭირდა იმის დაჯერება, რომ მთავრობა კონკრეტული გადაცემის გამო განცხადებებსა და ბრიფინგებს მიმართავდა”, – აღნიშნა სანაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები