„ვახო სანაიას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა საზოგადოებისათვის“

არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’ყველა თაობა საქართველოსთვის’’ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ვახო სანაიას სავტორო გადაცემა ‘’რეპორტაჟში’’ განხილულ საკითხებს ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებით, მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვახო სანაია შეუერთდა ნაციონალური მოძრაობის ‘’რუპორებს’’. მათი თქმით, ჟურნალისტი გადაცემაში გაკეთებული შეფასებებით არამარტო ტენდენციური იყო, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასაც ცდილობდა.
‘’ყველა თაობა საქართველოსთვის’’ აღნიშნავს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მედია ყოველგვარი ზეწოლისაგან გაათავისუფლა, რაც მიკერძოებული და სუბიექტური ინფორმაციის გავრცელებას სრულიადაც არ გულისხმობს.
„ტელეკომპანია ‘’მაესტროზე’’ ვახო სანაიას გადაცემა ‘’რეპორტაჟში’’ მაყურებლისათვის შეთავაზებული იყო სხვადასხვა თემები, კერძოდ, ‘’ქართული ოცნების’’ დაპირებები, სამართლიანობა, საოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკა და სხვა, ამ საკითხებთან ერთად გადაცემაში ასევე განიხილეს ე.წ. ნეპოტიზმის ფაქტებიც. ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე ორგანიზაციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვახო სანაია შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ ‘’რუპორებს’’. ის არამარტო ტენდენციური იყო გადაცემაში გაკეთებული შეფასებებით, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასაც ცდილობდა.
ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს თამაზ თამაზაშვილისა და მისი ოჯახის წევრების სხვადასხვა ნეგატიურ კონტექსში ხსენება, ვინაიდან თ.თამაზაშვილი სააკაშვილის რეჟიმმა დააპატიმრა პოლიტიკური ნიშნით, რის შემდგომაც მის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მხილებული პირების მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები.
ასევე, ვახო სანაიას ვურჩევთ, რომ ეკონომიკური საკითხების გაშუქებისას კარგად შეისწავლოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ ამ სფეროში გადადგმული ნაბიჯები. სანაია თავის გადაცემაში მსჯელობს ვარაუდებით, ხოლო შეფასებით ნაწილში ის მაყურებელს სთავაზობს ფაქტებს მტკიცებულებით ფორმაში, გადაუმოწმებელი ინფრომაციის მიწოდებით კი იგი ცდილობს მაყურებლის შეცდომაში შეყვანას, რაც წინასაარჩევნოდ ელექტორატის მიმართ ნიჰილისტური განწყობის შექმნას ემსახურება.
ამას გარდა, ვახო სანაიას წინა ხელისუფლების ერთგულებაზე მიუთითებს ჯერ კიდევ 2012 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის დროს მის საავტორო გადაცემის – ‘’სპეციალურ რეპორტაჟი’’ ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელიც ეძღვნებოდა იმდროინდელი პატიმრის, (ხოლო შემდგომ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული) გია სალუქვაძის ოჯახის მიერ თამარ მეფის კუთვნილი ჯვრის ეკლესიის წიაღში დაბრუნებას. სანაიამ პატიმრის ოჯახის წევრებს აუკრძალა მისი პატიმრობაში ყოფნის ხსენება. როგორც ჩანს, მსგავსი ფაქტის ხსენებით იგი იმდეროინდელი ხელისუფლების განაწყენებას მოერიდა.
მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა საზოგადოებისათვის იმ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებისათვის, რომელსაც იგი ამ ბოლო პერიოდში გამუდმებით ეწევა. დღევანდელმა ხელისუფლებამ მედია გაათავისუფლა ყოველგვარი ზეწოლისაგან, რაც სრულიადაც არ გულისხმობს მიკერძოებული და სუბიექტური ინფორმაციის გავრცელებას. ტელეკომპანია ‘’მაესტრო’’, სავარაუდოდ, ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებთან ინტენსიურ თანამშრომლობას ამჯობინებს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები