რაზე ისაუბრა პუტინთან – რაულ ხაჯიმბა შეხვედრის ვიდეოს ასაჯაროებს

დე ფაქტო აფხაზეთის “პრეზიდენტი”, რაულ ხაჯიმბა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სოჭში შეხვედრის ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს.
რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინს შეხვედრისთვის მადლობას უხდის და “სახელმწიფოების” ურთიერთობების განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ბატონო ვლადიმერ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისთვის, არის ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენ განსახილველი გვაქვს. ჩვენი შეხვედრები უკვე ტრადიციული ხდება და ეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას მოწმობს. ამ დროისთვის საინვესტიციო პროგრამა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო პროგრამების წარმატებულად მუშაობა. არის ობიექტები, რომლებიც უკვე დასრულების სტადიაზეა, ზოგი ღონისძიება დასრულებულია და ობიექტები უკვე მუშაობენ, განსაკუთრებით ეს ეხება აგრარულ საკითხებს“, – აცხადებს რაულ ხაჯიმბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები