პუტინი სოჭში რაულ ხაჯიმბას შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ დე ფაქტო აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დონე არ არის საკმარისი. ამის შესახებ მან სოჭში დე ფაქტო აფხაზეთის “პრეზიდენტთან”, რაულ ხაჯიმბასთან, შეხვედრისას განაცხადა.
მოსკოვი სოხუმის საკვანძო სავაჭრო პარტნიორია, დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო ბრუნვის სამი მეოთხედი რუსეთზე მიდის.
“სავაჭრო ბრუნვა იზრდება, მაგრამ დიდი ტემპით არა”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
გარდა ამისა, დე ფაქტო აფხაზეთში 200-ზე მეტი რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის საერთო საწარმო მუშაობს. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ არ არის საკმარისი.
ხაჯიმბამ, თავის მხრივ, სხვადასხვა წარმატებაზე ისაუბრა – აგრარულ სექტორში, საინვესტიციო პროექტებში, ასევე, თავდაცვის უწყებების აქტიურ მუშაობაზე ორივე მხრიდან.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთისთვის”, – აცხადებს დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები