ქართველ მგალობელ ქალთა გუნდი „იალონი“ პოლონურ ფესტივალზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2014 წლის მაისში, ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის გუნდი „იალონი“ მონაწილეობას მიიღებს პოლონურ ფესტივალში – „ჰანოვკის მართლმადიდებელი ეკლესიის მუსიკალური დღეები“. ფესტივალი ქალაქ ჰანოვკაში გაიმართება. „იალონის“ წევრები, ქართული საგალობლების გარდა, ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერებსაც შეასრულებენ.
შეგახსენებეთ, „იალონი“ 2009 წელს, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მგალობელთა გუნდის ბაზაზე შეიქმნა. 2014 წელს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრმა ის ერთადერთ სერთიფიცირებულ ქალთა გუნდად დაასახელა. გუნდის მთავარ მიზანს ქართული ტრადიციული გალობის შესწავლა და პოპულარიზაცია წარმოადგენს. პროექტი ინიცირებულია ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის გუნდის შპს „იალონის“ დირექტორის ნინო ნანეიშვილის მიერ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები