სომხეთის კულტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში

20 მაისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი ეწვია. სომხეთის დელეგაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მასპინძლობს. სომხეთის კულტურის მინისტრთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კულტურის სამინისტროს შიდა კავშირების სამმართველოს უფროსი სვეტლანა სააკიანი, თეატრის მოღვაწეთა გაერთიანების თავმჯდომარე აკოპ კაზანჯიანი და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ოვანეს სანამიანი.
ამავე დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სომხეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები – ბადრი ბაგრატიონ- გრუზინსკი, მანანა ბერიკაშვილი და ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ამავე სააგენტოს გენერალური დირექტორის მრჩეველი პეტრე კანკავა და სომხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ვაჰაგან აფიანი.
სომხეთის დელეგაცია მოინახულებს საქართველოს ტერიტორიაზე დაცულ სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და საქართველოს ღირშესანიშნაობებს. ასევე ქართველ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები