ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის დუმას დელეგაცია ჩავიდა

ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პარლამენტის სპიკერის”, პეტრო გასიევის და რუსეთის დუმას დელეგაციის შეხვედრა შედგა, სადაც დუმას დსთ-ს საკითხების და თანამემამულეებთან ურთიერთობების საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ, მიიღო მონაწილეობა.
პეტრო გასიევმა, რუსეთის პარლამენტარებთან მისალმებისას აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ინტეგრაციის პროცესი ყველა საყოფაცხოვრებო სფეროში ვითარდება.
“ჩვენს ქვეყნებს შორის ინტეგრაციული პროცესები კარგი ტემპით გაიზარდა და ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობების გაღრმავებას სამხრეთ ოსეთის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი ქვეყნის ხალხის სასარგებლოდ”, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები