ბექა დავითულიანი: ბილბორდებზე “ქართული ოცნების” ლიდერების სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამოჩენა ლოგიკურია

საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე სხვა გუნდის წევრების გამოჩენასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი სრულიად ლოგიკურია. მისივე განმარტებით, მომდინარე პროცესი აღარ არის მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის.
„ეს აღარ არის მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია “ქართული ოცნების” ლიდერების სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამოჩენა ამ ბილბორდებზე.
ქვეყნის მასშტაბით, სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებიც არის გაკრული და ქართული ოცნების ლიდერებისაც.
ძალიან ლოგიკურია, რომ ამ არჩევანის გაკეთებაში “ქართულ ოცნებას” აქვს თავისი პოზიცია და დაუშვებლად თვლის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გამარჯვებას.
ჩვენ ვსაუბრობთ იმ პრინციპულ არჩევანზე, რომელიც 28 ნოემბერს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა – უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროპული მომავლის შენება და დაუშვებს თუ არა იმას, რასაც გვთავაზობს გრიგოლ ვაშაძე. მე მგონია, რომ არ დაუშვებს”, – აცხადებს ბექა დავითულიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები