დავით ბაქრაძე: ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი არ გახდეს სალომე ზურაბიშვილი
„ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი არ გახდეს სალომე ზურაბიშვილი“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სამეგრელოში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
დავით ბაქრაძე ამჯერად სენაკში იმყოფება და პარტიის სენაკის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ჩვენი ამოცანაა, ამომრჩეველთან, ჩვენს მხარდამჭრებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ ის პროცესი, რაც პირველ ტურში დაიწყო და რომელიც მკაფიოდ გამოხატავს ქართველი ამომრჩევლის ნებას, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი არ გახდეს სალომე ზურაბიშვილი, მოვითხოვოთ ცვლილებები, მივიღოთ ცვლილებები და წავიყვანოთ ქვეყანა წინ“- აცხადებს ბაქრაძე.
ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე 2 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხდა. დამარცხების შემდეგ, მან ღიად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და არჩევნების მეორე ტურში იგი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.