თურქეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კონცერტით აღნიშნავენ

  თურქეთში, ქალაქ საქარიაში გაიმართება ღონისძიება “ქართული ზეიმი“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება. კულტურულ ღონისძიებაში თურქეთელი ქართველები, ასევე საქართველოდან მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ. გაიმართება კონცერტი, რომელშიც თურქეთელი ქართველები ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს, პოეზიას, ქართულ კულტურას წარმოადგენენ.
ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებით, ვინაიდან 26 მაისი ორშაბათი დღეა, ღონისძიება 25 მაისს, კვირა დღეს ჩატარდება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თურქეთში პირველად 2013 წელს აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები