“გრიგოლ ვაშაძე არის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოში სსრკ უნდა დაბრუნდეს”

ეს არის ადამიანი, რომელიც იყო საბჭოთა დიპლომატი და როცა იძულებული გახდა, ძალიან დიდი დანანებითა და ლამის ცრემლებით, დააბრუნა რუსული პასპორტი, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მოთხოვნას მისი გადადგომის შესახებ.
თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძის ნდობა არ შეიძლება.
“ეს არის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოში სსრკ უნდა დაბრუნდეს მისი სახით. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო საბჭოთა დიპლომატი და როცა იძულებული გახდა, ძალიან დიდი დანანებით და ლამის ცრემლებით, დააბრუნა რუსული პასპორტი. ეს არის ადამიანი, რომლის ნდობა, უბრალოდ, არ შეიძლება, ოკუპირებულ ქვეყანაში. ამიტომაც, მე მას ვუწინასწარმეტყველებ მეორე ტურში ძალიან დიდ მარცხს. სხვადასხვა მინისტრის გადადგომის მოთხოვნის ნაცვლად, სჯობს, დაკავდეს საქმით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები