ირაკლი ჩიქოვანი “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება-არ დავუშვებთ ძალადობის დაბრუნებას
ვბრუნდები “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
ჩიქოვანის თქმით, იგი მხარს “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს უჭერს.
“ის ანტაგონიზმი და დაპირისპირება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს საზოგადოებას, მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პრობლემები, დღეს აუცილებელია ყველამ ერთად შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ დაუშვებს საქართველოში ძალადობის დაბრუნებას. ვბრუნდები “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ. დღეს ვხედავ ისეთ დაპირისპირებას, რომელიც საჭიროებს აუცილებელი პოზიციის დაფიქსირებას. მე ვალდებულად ჩავთვალე თავი და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. საზოგადოება რომ არ დავყოთ ჩვენიენებად და მტრებად ამისთვის ვბრუნდები, ამისთვის ვუჭერ მხარს “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს,-განაცხადა ჩიქოვანმა.