მამუკა ბახტაძე: დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს ფონიჭალაში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს ფონიჭალაში. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაიღუპა დედა-შვილი, 3 ადამიანი კი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, მძიმედ არის დაშავებული.
სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახსა და ახლობლებს. დაშავებულების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ექიმები ყველაფერს აკეთებენ”, – აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები