თინათინ ხიდაშელი ჰააგის სასამართლოს თემაზე განმარტებას აკეთებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ჰააგის სასამართლოს თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„კიდევ ერთხელ ჰააგის შესახებ ანუ იმაზე რომ ამ შენ უფრო გრძელი ცხვირი გაქვს ძახილში ქვეყანა შემოგეჭყლიტათ.
1. ჰააგაში არის ორი საერთაშორისო სასამართლო. ანუ ის რასაც საქართველოში აქტიურად და ხშირად შეგნებულად ერთმანეთში ურევენ
სხვადასხვა სასამართლოა. 1 – გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო (ICJ) , 2 – საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC). 2. აგვისტოს ომის საქმეს ჯერ ჯერობით საერთაშორისო სისხლის სამარათლის სასამართლომდე არ მიუღწევია, ჯერ პროკურორთან არია გამოძიების სტადიაზეა. არც მანამდე ის ICC-ში არასოდეს ყოფილა.
2. 2011 წელს ICJ-მ არ მიიღო ჩვენი საქმე განხილვაში. ეს იყო გადაწყვეტილება.
4. საქართველოს არ წაუგია საქმე ICJ-ში ეთნიკური წმენდის შესახებ. არავის დაუდგენია რომ ეთნიკური წმენდა არ მომხდარა.
5. საქმე არ მიიღო წარმოებაში ICJ-მ არა არსობრივი მიზეზით, არამედ ტექნიკური. არ არის ამოწურული ადგილობრივი მექანიზმებიო.
6. არავითარი სტრასბურგის გადაწყვეტილება ამას არ ჭირდება და არგუმენტი რომ ამას ველოდებით ყურით მოთრეულია.
7. სტრასბურგის სასამართლოც სხვაა და ევროპის საბჭოს ინსტრუმენტია.
8. ჩვენ რაც მოგვეთხოვებოდა 2011-ის შემდეგ იყო იმის დამტკიცება რომ ამოვწურეთ ადგილობრივი მექანიზმები და საქმის შებრუნება. 9. მაინც ინფორმაციისთვის ლუქსემბურგშია კიდევ ერთი სასამართლო და ვინმე თუ ახსენებს მერე მოგიყვებით“, – წერს თინათინ ხიდაშელი.
ცნობისათვის, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჰააგაში 2011 წელს წაგებული საქმისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ გარემოებად „შემოაბრუნოს“ .
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის 1-ელ აპრილს ეს დავა წააგო. თეა წულუკიანის განცხადებით, გადაწყვეტილების „შებრუნების“ ერთადერთი მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც შეეცდება, საქმე საქართველოს სასარგებლოდ შეატრიალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები