რას ფიქრობს გრიგოლ ვაშაძე დონალდ ტრამპზე – „ საკმაოდ მძიმე წლები გველის“ (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის ევროპული გზით განვითარებას ჰპირდება და სტრატეგიულ მოკავშირედ აშშ-ს აცხადებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს.
უფრო მეტიც, გრიგოლ ვაშაძე ღიად აცხადებს, რომ მას პოლიტიკური სიმპათია დემოკრატების კანდიდატის ჰილარი კლინტონის მიმართ ჰქონდა, რომელიც აშშ-ს 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე და კონკურენტი იყო. იგი არჩევნებზე ჰილარი კლინტონს გულშემატკივრობდა.
სწორედ, სტუდენტებთან შეხვედრისას გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ამერიკის მმართველებად ანტიგლობალსტები მოვიდნენ. მისივე თქმით, რუსეთი ამერიკას მხარში დაუდგა ისლამურ რადიკალიზმთან ბრძოლის მიმართულებით.
ვაშაძე გლობალურ პოლიტიკას აფასებს და ამტკიცებს, რომ ამერიკა და რუსეთი გარიგდნენ. მისი აზრით, პუტინი ტრამპს მხარში დგომის სანაცვლოდ მნიშვნელოვან ულტიმატუმს წაუყენებდა.
ვაშაძის თქმით, ამერიკამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე კონტროლი დათმო და უარი თქვა ამ ქვეყნებში დემოკრატიული სახელმწიფოების მშენებლობაში მონაწილეობაზე.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერი სოციალური ქსელით გავრცელდა. შეხვედრა სტუდენტებთან ჯერ კიდევ შარშან, 2017 წლის 9 მარტს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები