ირაკლი ქადაგიშვილი: ზნეობრივი პოზიცია საქართველოში ჩვენი ტაქტიკაც არის და სტრატეგიაც, რომელიც ადრე თუ გვიან თავის შედეგს დებს

,,მნიშვნელოვანია შენი მართალი პოზიციების ბოლომდე დაცვა. არ უნდა დაინახონ, რომ შენ შენი სიმართლის დაცვის გეშინია, ან რაღაც მომენტში შენ შენი სიმართლის დაცვაში უკან იხევ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი”, – ასე უპასუხა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, „დღის ქრონიკაში“ წამყვანის კითხვას, “რა არის მმართველი გუნდის მთავარი ფსონი ქვეყნის დაცვის საკითხში დასავლეთის მხრიდან სანქციებისა და შანტაჟის ფონზე”.

ქადაგიშვილის თქმით, ზნეობრივი პოზიცია მნიშვნელოვანი სტრატეგიაა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის შენი მართალი პოზიციების ბოლომდე დაცვა, ანუ არ უნდა დაინახონ, რომ შენ შენი სიმართლის დაცვის გეშინია, ან რაღაც მომენტში შენ შენი სიმართლის დაცვაში უკან იხევ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას, მოსახლეობას ეს ყველაფერი უნდა მუდმივად ავუხსნათ, მუდმივად ინფორმირებული უნდა იყოს საზოგადოება ამ მიმართულებით. თუ იქნები შენ ამ პოზიციაში მყარი და მთავარი რა არის? – სიმყარე არ მოდის სიმართლის გარეშე. როდესაც ხარ მართალი, მაშინ ამ სიმყარეს შენც გრძნობ და შენი მოწინააღმდეგეც გრძნობს. ეს არის სტრატეგია ამ შემთხვევაში. ეს ზნეობრივი პოზიცია საქართველოში ჩვენი ტაქტიკაც და სტრატეგიაც არის, რომელიც, როგორც ხედავთ, ადრე თუ გვიან თავის შედეგს ყოველთვის დებს და ამ შემთხვევაშიც დადებს თავის დადებით შედეგს საქართველოსთან მიმართებით.

ჩვენ ეს სიმყარე გამოვიჩინეთ ომის დაწყებიდან, როდესაც პირდაპირ გვიბიძგებდნენ ამ სისხლისმღვრელ ომში ჩართვისაკენ და ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევინარჩუნეთ კეთილდღეობა, ეკონომიკის ზრდა, რა თქმა უნდა, სიმტკიცეს გამოვიჩენთ მათ შორის დემოკრატიის დაცვაშიც, რომ ჩატარდეს ნორმალურად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს სიმართლე და სიმტკიცე საბოლოო ჯამში არის სწორედ ის, რითაც საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები