ჩილეში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, სამხრეთ ჩილეში კიდევ ერთი ძლიერი, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები სამხრეთ არგენტინაშიც იგრძნობოდა.

წინასწარი მონაცემებით, ბიძგები პუერტო უილიამსის ქალაქიდან 300 კილომეტრში, 13:59 საათზე 20 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 2 მაისს იმავე ტერიტორიაზე 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა, მოგვიანებით კი ის გარკვეული რაიონებისთვის მოიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები