ინდოეთში 100-ზე მეტი ბავშვი დაავადდა სკოლის სადილის ჭამის შემდეგ. საკვებში მკვდარი გველი აღმოაჩინეს,- საქმეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანო იძიებს.
ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის (NHRC) განცხადებაში ნათქვამია, რომ მზარეულმა ბავშვებს სადილი მაინც მიართვა, მიუხედავად იმისა, რომ საკვებიდან მკვდარი ცხოველი ამოიღო.
კომისიის ცნობით, სავარაუდოდ, 500 ბავშვი გამოიკვება.
როგორც “ბიბისი” წერს, მას შემდეგ, რაც ბავშვები ავად გახდნენ, ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.