Bloomberg: კანადის პრემიერ-მინისტრი 6 მაისს ტრამპს შეხვდება
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი 6 მაისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს მათი პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც კარნიმ არჩევნებში გაიმარჯვა, ნაწილობრივ ტრამპის საწინააღმდეგო რიტორიკის წყალობით.
ტრამპმა აღნიშნულ ვიზიტზე მიმდინარე კვირის დასაწყისში კაბინეტის სხდომაზეც მიანიშნა, როდესაც თქვა, რომ კარნი აშშ-ის დედაქალაქში „მომდევნო კვირაში ან უფრო ადრე“ ჩამოვიდოდა.
კარნისთვის, რომელმაც აშშ-თან სავაჭრო ომში გამარჯვების დაპირებით თავისი ლიბერალური პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა, ამ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
როგორც ცნობილია, მან კანადის 51-ე შტატად გამოცხადების შესახებ ტრამპის მუქარა გააპროტესტა და განაცხადა, რომ აშშ-„თან ძველი ეკონომიკური და უსაფრთხოების ურთიერთობა „დასრულდა“.