ტრამპი კონგრესს აშშ-ის ბიუჯეტის შემცირებას სთავაზობს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესს სთავაზობს, გასულ წელთან შედარებით აშშ-ის ბიუჯეტი 140 მილიარდი დოლარით შეამციროს, რაც 7.6%-ს შეადგენს.
დოკუმენტიდან გამომდინარე, ტრამპი 1.69 ტრილიონი დოლარის ხარჯვის დამტკიცებას ითხოვს, რაც მიმდინარე წლის პროგნოზირებულ ხარჯებთან შედარებით 139.9 მილიარდი დოლარით, ანუ 7.6%-ით ნაკლებია.
შემცირებებს შორისაა 20 მილიონი დოლარი, რომელიც მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაიხარჯა.