ზელენსკი: ჩვენ მაქსიმალურად ვაჩქარებთ უკრაინული ბალისტიკის შექმნას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შტაბის დროს დეტალურად განიხილეს უკრაინული სარაკეტო პროგრამა და დაისახა ამოცანა, რომ უკრაინული ბალისტიკის შექმნა მაქსიმალურად დაჩქარებულიყო.

„გაიმართა შტაბის სხდომა. იყო ცნობები ჩვენი ბრიგადების უზრუნველყოფის, დანაყოფების დაკომპლექტების შესახებ. ასევე – ძალიან დეტალურად უკრაინის სარაკეტო პროგრამის, ჩვენი რაკეტების შემუშავებისა და წარმოების შესახებ. ამოცანაა, რაც შეიძლება დაჩქარდეს უკრაინული ბალისტიკის შექმნა. ჩვენი შორი დისტანციის შესაძლებლობები უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო და ეფექტური გარანტიაა“, – განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, მან ასევე გამართა შეხვედრა უკრაინის სამხედრო ავიაციის განვითარების შესახებ.

„პირველ რიგში, უკრაინულ F-16-ებთან დაკავშირებით. თვითმფრინავები, რომლებიც უკვე უკრაინაშია. თვითმფრინავები, რომლებიც მალე უკრაინაში იქნებიან. გრძელვადიანი მიწოდება. იყო საკადრო გადაწყვეტილებები, რათა სამხედრო ავიაციის მენეჯმენტი გაძლიერებულიყო. ეს გადაწყვეტილება მიიღება როგორც თავდაცვის სამინისტროში, ასევე გენერალურ შტაბში. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან კარგი შედეგებია და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი სამხედრო ავიაციის განვითარების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები