ირაკლი კირცხალია – მედიის თავისუფლების ინდექსზე: დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა შეგიძლია წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას
დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს, რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას, – ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებულ მსოფლიო პრესის თავისუფლების უახლეს ინდექსს, რომლის მიხედვით საქართველოში მდგომარეობა, გასულ წელთან შედარებით, გაუარესდა და 103-ე ადგილიდან 114-ზე გადაინაცვლა.
„შეურაცხყოფის მიყენებაა, როდესაც შენ აქვეყნებ ასეთ კვლევას და შემდეგ ფიქრობ, ან 1%-ით მაინც უშვებ იმის შანსს, რომ საქართველოში შეიძლება ვინმეს ეს ყველაფერი დააჯერო. ეს არის დიდი უბედურება. ეს არის იმ ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი რომელიც არის მავნებლების ხელში პ აქაური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, აქაური ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი პატრონების ხელში ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, სადაც საქართველომ 103-ე ადგილიდან 114-ზე გადაინაცვლა.