ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ კაცმა ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.