პიმენ ყურაშვილი: უკრაინასთანაც გაიწელა შეთანხმების გაფორმება, ისევე როგორც რუსეთთან, ინფორმაცია მწირი გვაქვს ამიტომ ძალიან რთულია ამაზე მსჯელობა
„რომ გითხრათ, რომ ამერიკელი ამომრჩევლისთვის პირველი პრიორიტეტია ის, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომი დაასრულოს, ეს ასე არ არის. ევროპიდან ალბათ უფრო ასე აღიქმება, „- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ კონექტიკუტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, „საზოგადოება ქართულის“ წევრმა პიმენ ყურაშვილმა, რუსეთ-უკრაინის ომში ტრამპის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოფიციალურად მაინც რჩება ამერიკა მოლაპარაკების მაგიდასთან.
„რომ გითხრათ, რომ ამერიკელი ამომრჩევლისთვის რაღაც პირველი პრიორიტეტია ის, რომ ტრამპმა უკრაინაში ომი დაასრულოს, ეს ასე არ არის. ევროპიდან უფრო ალბათ ასე აღიქმება, რომ ამ ომთან დაკავშირებული იქნება ტრამპის წარმატება 2028-ში, მაგრამ აქ ასეთი დამოკიდებულება არ იგრძნობა. ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ ტრამპი ცდილობს. ჯერჯერობით ოფიციალურად მაინც რჩებიან ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
არ მგონია, რომ კონკრეტულად ამ ფაქტმა გავლენა იქონიოს ტრამპზე 2028 წელს, ტრამპზე არა, ტრამპი ალბათ ვერც იქნება, მაგრამ რესპუბლიკელ კანდიდატზე, ვინც იქნება, თუმცა ძალიან ძნელია პროგნოზირება როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი. მარტო ამერიკაზე არ არის დამოკიდებული, იქ აქტორი თვითონ უკრაინაა. უკრაინასთანაც გაიწელა ამ შეთანხმების გაფორმება, რუსეთისგანაც მწირი ინფორმაცია გვაქვს ძალიან. ძალიან რთულია ამაზე მსჯელობა, რა როგორ იქნება “, – განაცხადა ყურაშვილმა.