გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ავტომობილი ხალხში შევარდა – არიან დაშავებულები

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.

„ოლგეკის სადგურთან რვა ადამიანი დაშავდა, მათგან სამი მძიმედ. სულ მცირე ერთ ადამიანს რეანიმაცია სჭირდება“, – ნათქვამია ქალაქის პოლიციის განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და ამ ეტაპზე, ტერაქტის ან განზრახ ჩადენილი დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები