დავით მათიკაშვილი: თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს
თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს.
„თუ არა ორმაგი სტანდარტი და თუ არა მცდელობა საზოგადოებისთვის ტყუილის გასაღების, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები იმ მიმდინარე პროცესს, რაც საქართველოში ვითარდება და კონკრეტული ფაქტების გამომზეურებას ემსახურება – რაც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ჩადენილი და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვით დასრულდება ამ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, უწოდებს ანტიდემოკრატიულს. აქ კარგად ჩანს გლობალური „დიფ სთეითის“ ხელი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარა.