გიორგი აბაშიშვილი – მსოფლიო ბანკის ანგარიშზე: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირდაპირ აისახება მოქალაქეებზე – მცირდება სიღარიბე, იზრდება დასაქმების მაჩვენებელი და იზრდება მოსახლეობის შემოსავალი

Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა, მსოფლიო ბანკის მოხსენება, რომლის თანახმად საქართველოში 2024 წლიდან საერთაშორისო სიღარიბის დონის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, მედიასთან შეაფასა.

„მსოფლიო ბანკმა გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და უფრო მეტად პოზიტიური ნიშნით გააუმჯობესა. დღეს, უკვე მსოფლიო ბანკი გვეუბნება, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირდაპირ აისახება მოქალაქეებზე – მცირდება სიღარიბე, იზრდება დასაქმების მაჩვენებელი და იზრდება მოსახლეობის შემოსავალი“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები