თანასწორობის მექანიზმს 11 წელი შეუსრულდა
2025 წლის 2 მაისს 11 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმი შეიქმნა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 11 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 1500-ზე მეტი ფაქტი შეისწავლა, რომელთა საფუძველზე, 110 რეკომენდაცია, 53 ზოგადი წინადადება გამოსცა და გააფორმა 4 მორიგების აქტი. ამასთან, 28 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის მოპასუხეებს 26 მიმართვა გაუგზავნა და კონკრეტული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა. მომზადდა 13 სპეციალური ანგარიში, 1 სახელმძღვანელო, 6 ვიდეორგოლი და 2 ელექტრონული სასწავლო კურსი.