მამუკა ბახტაძე: არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები საჭირო არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები საჭირო არ არის.
“ამას განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო – ცენტრალური საარჩევნო კომისია და პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო”, – განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკომ გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო, რასაც პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები