„ქართული ოცნება“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, ყველა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს“

„თითოეული ჩვენგანი, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბილბორდებზე განთავსებული ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ფოტოებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა.
პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაში გუნდის ყველა წარმომადგენელია ჩართული.
„ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები