ნინო ლომჯარია: ვიმედოვნებ, ამომრჩეველთა აქტივობაზე ოთხშაბათი დღე ნეგატიურად არ აისახება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნას ეხმაურება. მისი თქმით, მაღალი აქტივობისთვის უკეთესი იქნებოდა არჩევნები შაბათ ან კვირა დღეს დანიშნულიყო.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ სწორედ შაბათ-კვირას აქვთ, ძირითადად. თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მაღალი შიდა მიგრაციაც და მოქალაქეებს უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა იმისთვის, რომ ხმა მისცენ იქ, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულნი, რისი საშუალებაც სწორედ შაბათ-კვირას უფრო მეტად არის, ვიდრე ერთი დღის განმავლობაში, თუნდაც ერთი დღე გამოცხადდეს უქმედ.
ამიტომ, უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საარჩევნო უბნების რეალიზაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უკეთესია შაბათ-კვირას ყოფილიყო და მე რამდენადაც ვიცი, კანონიც იძლეოდა ამის საშუალებას, რომ არჩევნები ამ დღეებში დანიშნულიყო. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ნეგატიურად არ აისახება მათ შორის ამომრჩევლის აქტივობაზე არჩევნების დღეს, თუმცა უფრო მისასალმებელი იქნებოდა, რომ არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას”,- განაცხადა ომბუდსმენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები