ირმა ინაშვილი: ჰაჰაჰა, ბოკერია პანიკაშია

 

ვინ ეკითხება ბოკერიას, განმისაზღვროს ან ჩემი არჩევანი, ან ვინ ეკითხება ბოკერიას,- მოუწოდოს “ქართულ ოცნებას”, რომ არ მიიღოს ჩემი მხარდაჭერა,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემი კონსტიტუციური უფლებაა,- მივიღო ან არ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა. დავუჭირო მხარი კონკრეტულ კანდიდატს და არ დავუჭირო მხარი- სხვას.

ვინ ეკითხება ბოკერიას, განმისაზღვროს ან ჩემი არჩევანი, ან ვინ ეკითხება ბოკერიას,- მოუწოდოს “ქართულ ოცნებას”, რომ არ მიიღოს ჩემი მხარდაჭერა. სულ არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემს გადაწყვეტილებაზე “ქართული ოცნება”.

ზურაბიშვილის მხარდაჭერით მხარს “ქართულ ოცნებას” არ ვუჭერ, მხარს ვუჭერ მარტივ ჭეშმარიტებას- სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი ხელისუფლებაში ვეღარასდროს უნდა მოვიდეს და ვერც მოვა! ბოკერიამ კიდევ გააგრძელოს პანიკურ მდგომარეობაში ყოფნა. ჯერ სადა ხარ, გიგა,-წერს ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები