დავით ზალკალიანი დანიელ კოლეგას შეხვდა

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკაიანმა დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეს სამუელსენთან.

მინისტრებმა შეხვედარზე ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დანიის წარმატებულ, გამორჩეულ ურთიერთობებს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. მათი შეფასებით ამის გამოხატულებაა თუნდაც ის, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა, რომელიც ჩართულია დანიის სამეზობლო პროგრამაში.

“საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომელიც ჩართულია დანიის საეზობლო პროგრამაში. ამ გზით ჩვენ დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების განხორცელების პროცესსა და იმ სირთულეების დაძლევაში, რაც არის ზოგადად გლობალური პრობლემის ნაწილიც, იმედს ვიტოვებთ რომ არსებული რეალობის მიუხედავად მოხერხდება მდგომარეობის დარეგულირება. განსაკუთრებით მსურს ავღნიშნო საქართველოს კონტრიბუცია ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, რომელსაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ” -განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგასთან შეხვედრის დაწყებამდე.

საქრთველოს საგარეო უყების ხელმძღვანელმა მაღალი შფასება მისცა დანიის სამეფოსთან არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს, დანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნა დანიის განსაკუთრებული როლი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

“მოახრული ვარ ვიმყოფებოდე აქ. ეს არის ჩვენი საკმაოდ დინამიური თანამშრომლობის ნაწილი, დიდი სიამოვნებით მინდა გავიხსენო თქვენი ვიზიტი საქართველოში და ის წარმატებული თანამშრომლობა, რაც გვაქს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მადლობელი ვართ დანიის კონტრიბუციისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რომლის ხელმზღვანელიც გახლავთ დანიელი დიპლომატი. ეს გახლავთ სამკაოდ მნიშნელოვანი საერთაშორისო მისია ადგილზე, რომელიც სერიზოულ როლს თამაშობს. იმედს ვიტოვებ რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა მიმართულებით, როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკურ საკითხებში”-განაცხადა ზალკალიანმა.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, დანიურმა მხარემ შეშფოთება გამოხატა ქარელის რაიონში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მიმდინარე ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესზე და რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე ადგილზე. საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის სამომავლო დღის წესრიგს. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი დიალოგის უპრეცედენტო ფორმატს, რომლის პირველი შეხევდრაც ახლო მომავალში ბრიუსელში გაიმართება.

განსაკურებით დადებითად შეფასდა საქართველოს მნიშვნელოვანი ჩართულობა ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში. საუბარი შეეხო ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში დანიის პრაქტიკული დამხარების მნიშვნელობას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

მინისტრებმა გამოხატეს დაინტერესება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისადმი, რისთვისაც კარგ შესაძლებლობას ქმნის ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება.

დავით ზალკალიანი დანიის სამეფოს სკანდინავიური ტურნეს ფაგლებში 13-14 ნოემბერს ეწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები