ე.წ. სამხრეთ ოსეთის “მესაზღვრეებმა კონტრაბანდული” წითელი ხიზილალა ამოიღეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის “მესაზღვრეებმა” “ოსეთის მოქალაქეები” დააკავეს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე წითელი ხიზილალის გადატანას უკანონოდ ცდილობდნენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
“ცხინვალის რაიონში, ოტრევის დასახლებულ პუნქტთან სახელმწიფოს საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის მესაზღვრეებმა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები დააკავეს. ავტომობილის შემოწმების დროს, სადაც მოქალაქეები დაკავების დროს იმყოფებოდნენ, აღმოჩენილ იქნა 100 კილოგრამზე მეტი წითელი ხიზილალა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადასატანად იყო გამზადებული”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები