ნინი ქარსელაძე ბერას: 11-წლიანი მეგობრობის შემდეგ მხოლოდ ბოდიში მინდა მოგიხადო

მომღერალი ნინი ქარსელაძე ბერა ივანიშვილს საზოგადოებისგან მიღებული არაჯანსაღი კრიტიკის გამო ბოდიში უხდის.
„11 წლის მეგობრობის შემდეგ მხოლოდ ბოდიში მინდა მოგიხადო, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ. მე მრცხვენია იმ ადამიანების და კიდევ საშინლად მრცხვენია იმ სიბინძურის, რაც შენთვის ძალზედ მნიშვნელოვან დღეს მიიღე! მე ვიცი შენი ღირებულებები, შეხედულებები და დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ! მხოლოდ ერთს გეტყვი, მიხარია რომ ჩემი მეგობარი ხარ“,- წერს ნინი ქარსელაძე.
ცნობისთვის, ბერა ივანიშვილი თავის ჯვრისწერასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა. როგორც მან განმარტა, პოლიტიკური ანგაჟირებით მოცულმა პირებმა სიმართლე ვერ დაინახეს, რადგან მისი თქმით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაკეტილი არ იყო, ეკლესიიდან არც არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ ვინმესთვის.
მუსიკოსის განცხადებით, არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით, ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზეც საზოგადოების გარკვეული ნაწილი აპელირებდა.
ბერასთვის გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯული სახსრების მოცულობასთან მიმართებაში, რადგან მისი თქმით, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს არ უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები